1753353596
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდა. მონაწილეებს კანონში შესული ცვლილებები წარუდგინეს და ისაუბრეს მამხილებლის უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე.
ყურადღება გამახვილდა ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში, მუნიციპალიტეტების როლზე.