საბურთალოზე მოძრაობის წესი შეიცვალა - თბილისის მერია დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს
1788684420
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ შვილის საქართველოში დაბრუნებას ნანობს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „პირველს“ განუცხადა.
„ძალიან გული მწყდება, რომ საქართველოში ჩამოვიდა ჩემი შვილი. ახლა პირველად ვამბობ, მაგრამ გული მწყდება. ეს მისი მხრიდან დიდი შეცდომა იყო. რა მიიღო? უკრაინის სიყვარულში ნურავინ შემეჯიბრება, მაგრამ რას ნიშნავს, ის, რომ ჩემი შვილის სახელის ხსენებაზე სტვენა იწყება? რა ჰქვია ამას? ვერ გავიგე. რა მივიღეთ ჩვენ საბოლოოდ? ეს უნდა მიეღო ჩემს შვილს საზოგადოებისგან?“,- აცხადებს გიული ალასანია.