36 ადამიანის საკვებით მოიწამლა - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ "ფუდ გალერის" საწარმოო პროცესი შეუჩერა
1779445140
გერმანიის ელჩის მიმართ მმართველი გუნდის შეფასებას, რომ პეტერ ფიშერის საქმიანობა მხოლოდ ოპოზიციის მხარდაჭერა და ძალადობის წახალისებაა, ოპოზიციაში ეხმაურებიან.
პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ეს შეფასებები არ ჯდება საქართველოს პოლიტიკურ ინტერესებში.
"ამ ადამიანის ლანძღვა-გინება ყოველდღიურ რეჟიმში არის ძალიან სამწუხარო, არ შეესაბამება არც ჩვენს ტრადიციებს, არც ჩვენს იდენტობას, არც ჩვენ პოლიტიკურ ინტერესებს. რაც შეეხება მის მოღვაწეობას, ის უბრალოდ დაინტერესებულია იმით, რომ ქართული დემოკრატია არ განადგურდეს და როგორც ელჩი, ხვდება სეგმენტის წარმომადგენლებს. კონკრეტული ინციდენტების კონკრეტულ განხილვაში ის არ გახლავთ არც მოსამართლე, არც იურისტი, რომ შევიდეს", - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.