2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 19.7 პროცენტით მეტი ტვირთი გადაამუშავეს

საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 4011 გემი, რომელთა 51.6 პროცენტი იყო გენერალური, ანუ ზოგადი სახის ტვირთის გადამზიდი, 19.2 პროცენტი — თხევადი ტვირთმზიდი, 19.2 პროცენტი — კონტეინერმზიდი, ხოლო დანაჩენი 10.0 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.

ამასთან, საქსტატის ცნობით, 2026 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 23.0 პროცენტით ნაკლები თხევადი ტვირთმზიდი მიიღო, 8.7 პროცენტით ნაკლები — სპეციალიზებული, 8.4 პროცენტით ნაკლები — გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი გემი, 6.1 პროცენტით ნაკლები — კონტეინერმზიდი, 5.0 პროცენტით ნაკლები — ნაყარი ტვირთმზიდი.

საანგარიშო პერიოდში, საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 18.2 პროცენტი პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა, 13.7 პროცენტი — თურქეთის, 10.0 პროცენტი — ლიბერიის, 7.5 პროცენტი — მალტის, დანარჩენი 50.6 პროცენტი კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.

ამასთან, უწყების ანგარიშით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 3.2 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 53.6 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში გასული მგზავრების წილი აღემატებოდა შემოსული მგზავრების წილს და 55.3 პროცენტს შეადგენდა.

2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 4 316.9 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 19.7 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 49.1 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 30.4 პროცენტი — თხევადი ტვირთი, ხოლო 20.4 პროცენტი — ნაყარი ტვირთი.