1999 წლიდან არის კანონში, რომ კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლებრივ დევნას გამოიწვევს, ოპოზიციონერებმა ამის შესახებ იცოდნენ - შარმანაშვილი

თენგიზ შარმანაშვილი

1999 წლიდან არის კანონში, რომ კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლებრივ დევნას გამოიწვევს, ოპოზიციონერებმა ეს იცოდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის და დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

შარმანაშვილს კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის საფუძველზე დაკავებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.

„ჩვენთვის მათი საპატიმროში ყოფნა კომფორტის ზონა თუ იქნებოდა, თვითდაპატიმრება რატომ განახორციელეს? 1999 წლიდან კანონში დევს და ჩვენ არ ჩაგვიწერია, რომ კომისიის სხდომაზე არგამოცხადება სისხლის სამართლებრივ დევნას გამოიწვევს. ეს იცოდნენ და ამ ნაბიჯზე მაინც წავიდნენ. როგორ, ჩემს წისქვილზე ასხამენ წყალს? სად არის ლოგიკა? კარგად გვესმის, რასთან გვაქვს საქმე. მათ ეშინიათ ქართველ ხალხთან მისვლის და აზრის კითხვის, არჩევნებში ხმას აძლევენ თუ – არა. იციან, რომ ეს მათთვის კრახით დასრულდება“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.