1761825060
ზელენსკის სიცოცხლე კვლავ საფრთხეშია - "პრეზიდენტის მოკვლას ამ დრომდე ცდილობენ"
 
                                                                უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, ოკუპანტები უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის მოკვლას ამ დრომდე ცდილობენ, ამის შესახებ მან BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
არესტოვიჩის თქმით, რუსებმა უშუალოდ პრეზიდენტის ოფისთან ოთხჯერ გაისროლეს.
„დამპყრობლებს სურთ სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობიდან ვინმეს „მოშორებაც“, მათ შორის, ჩემიც“-აღნიშნა ზელენსკის მრჩეველმა.
 
                                                     
                                                     
                                                     
                                                     
                                                     
                                                    











