ტრაგედია კანადაში - დაღუპულები მოხუცთა სახლში და ათასზე მეტი ევაკუირებული
1747430073
უკრაინაში ომს გლობალური ზეგავლენა ექნება და მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებას დააზარალებს, რადგან ბევრი უკრაინელი ფერმერი, რომელიც მსოფლიოს ხორბლის მნიშვნელოვან რაოდენობას აწარმოებს, ახლა რუსებს ებრძვის, - ამის შესახებ გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ ბიზლიმ განაცხადა.
„უკრაინის ომი იქ მცხოვრები მილიონობით ადამიანისთვის „მსოფლიოს პურის კალათას“ პურის რიგებად აქცევს , ხოლო დამანგრეველია ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა ეგვიპტე და ლიბანი, რომლებიც მარცვლეულის დაახლოებით 85% და 81%-ს უკრაინიდან იღებენ,“- აღნიშნა მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელმა.