17 თებერვლამდე უნდა მოასწროთ, ასეთი შანსი ხშირად არ მოდის... - ეზოტერიკოსის რჩევა
1771188104
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ხაზს უსვამს, რომ რუსეთს, პირველ რიგში, დონბასის განადგურება სურს.
„რუსული საოკუპაციო ძალების მთავარი სამიზნე დონბასია. ისინი ანადგურებენ დონბასის ქალაქებსა და სოფლებს. წვავენ ყველაფერს, რაც გადარჩა ამ ომის რვა წლის განმავლობაში", - ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტმა.
ღამით გავრცელებული ტრადიციული მიმართვისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ომის 50-ე დღეც მძიმე იყო. მისი განცხადებით, რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომი 24 თებერვალს არ დაუწყია.
მისი თქმით რუსული ჯარი ქვეყანაში 2014 წელს მივიდა, შედეგად მათ ყირიმი დაიკავეს და ერთ დიდ სამხედრო ბაზად აქციეს. ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინელები გაიმარჯვებენ.