"ტემპერატურა +34-მდეც აიწევს, თუმცა....“ - მაისის ამინდის პროგნოზი, საქართველოს მასშტაბით
1745843897
უკვე მესამე დღეა რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. უკრაინელები ოკუპანტების შესაჩერებლად ძალ-ღონეს არ იშურებენ.
უკრაინას გულშემატკივრობს მთელი მსოფლიო. იმართება მხარდამჭერი აქციებიც.
მესამე დღეა დედაქალაქსა და რეგიონებში უკრაინელების გვერდში დგომის გამოსახატავად ხალხი იკრიბება. აქცია ტარდება თბილისშიც, რუსთაველის გამზირზე.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ თბილისში მიმდინარე უკრაინის მხარდამჭერი აქციის ფოტო სოციალურ ქსელში ატვირთა. თბილისთან ერთად ფოტოებზე სხვა ქალაქში გამართული აქციებიც არის გამოსახული.
„მთელი მსოფლიო მხარს უჭერს უკრაინას! სიმართლე და გამარჯვება ჩვენთვის“,- წერს ზელენსკი.