ზელენსკიმ 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს კონტრაქტით სამხედრო სამსახურის უფლება მისცა

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს კონტრაქტით სამხედრო სამსახურის უფლება მისცა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა რიგ კანონებს, რომლებიც ივლისში დეპუტატებმა რადაში მიიღეს.

უკრაინული მედიის თანახმად, ეს გამოცდილ პროფესიონალებს შესაძლებლობას აძლევს, დაეხმარონ არმიას არასაბრძოლო და სპეციალიზებულ პოზიციებზე.

ეს კანონი უკრაინის პარლამენტმა 2025 წლის 16 ივლისს მიიღო.

ამავდროულად, ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ითვალისწინებს დამატებითი ანაზღაურების გადახდას უმაღლესი სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტრუქტორებისა და პედაგოგებისთვის და მათი სტრუქტურული დანაყოფებისთვის.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უნივერსიტეტებში მედიცინისა და ფარმაციის სტუდენტებისთვის სავალდებულო საოფიცრო მომზადების აღდგენას ითვალისწინებს.