მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ უკრაინა იბრძოლებს იმდენს, რამდენიც საჭირო იქნება.
"ჩვენ ვიბრძოლებთ იმდენს, რამდენიც საჭიროა, იმისათვის რომ ქვეყანა გავათავისუფლოთ. თუ თავშესაფრებში უკვე იბადებიან ბავშვები, მაშინაც კი, როცა თავდასხმები გრძელდება, მაშინ ჩვენს მტერს არც ერთი შანსი არ აქვს, ამ უდავოდ სახალხო ომში. დიდება უკრაინას!", - განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, რუსეთის არმიამ უკრაინის ყველა მიმართულებით შეტევაზე გადასვლის ბრძანება მიიღო.