რუსეთში 40 წელს გადაცილებულ უშვილო კაცებს გადასახადი უნდა დაუწესონ - რუსი დეკანოზი
1747516723
უკრაინის უმაღლესმა რადამ უნდა გააუქმოს დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) და აქციზის გადასახადი საწვავზე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„მინისტრთა კაბინეტმა მიიღო რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. შეთანხმებული იქნა დამატებული ღირებულების გადასახადისა და აქციზის სრული გაუქმება საწვავზე, ბენზინზე და დიზელზე.
ეს კეთდება არა მხოლოდ სათესი კამპანიის კონტექსტში, არამედ ეფუძნება ყველა მოქალაქის საჭიროებებს, რათა ქვეყანაში საწვავის დეფიციტი არ იყოს. მთავრობამ თავისი საქმე გააკეთა, ახლა ეს უზენაესი რადას დეპუტატებზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ზელენსკიმ.