ზელენსკი - რუსეთი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ არ აპირებს ომისა და ტერორის დასრულებას, თავდაცვის საკითხში პარტნიორების მხარდაჭერის შენარჩუნება მნიშვნელოვანია

ზელენსკი

რუსეთი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ არ აპირებს ომისა და ტერორის დასრულებას, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ მასშტაბურ იერიშს.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ქალაქებში განგაშის ხმები დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარის პარალელურად გაისმა.

„ჩვენს ქალაქებსა და რეგიონებში საჰაერო თავდასხმის სირენები პრეზიდენტ ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბრის დაწყების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან ერთად გაისმა. რუსეთი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ არ აპირებს ომისა და ტერორის დასრულებას“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, კიევში საჰაერო თავდასხმის შესახებ განგაში დილის 09:00 საათზე დასრულდა.

„ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო დარტყმა, დემონსტრაციულად მნიშვნელოვანი და ცინიკური დარტყმა. მისი მთავარი სამიზნე დედაქალაქი იყო“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორების მხარდაჭერის შენარჩუნება თა