მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთმა უნდა იზრუნოს საკუთარ ტერიტორიაზე რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებებზე, რადგან რუსების ოცნება ახლა არის „უნიტაზის მოპარვა და სიკვდილი“.
„სიმართლე გითხრათ, ტერიტორია, სადაც რუსეთმა რუსულენოვანთა უფლებებზე უნდა იზრუნოს, თავად რუსეთია, სადაც არ არის სიტყვის თავისუფლება, არ არის არჩევანის თავისუფლება, უბრალოდ არ არის განსხვავებული აზრის უფლება, სადაც სიღარიბე ყვავის და სადაც ადამიანის სიცოცხლე არაფრად ღირს.
იმდენად, რომ ჩვენთან მოდიან, ომში მიდიან, რომ მოიპარონ რაღაცა, რაც ნორმალურ ცხოვრებას წააგავს. ადრე უდიდეს ოცნებაზე ამბობდნენ: ნახო პარიზი და მოკვდე! მათი საქციელი ახლა შოკის მომგვრელია. მათი ოცნება ახლა არის: მოიპარო უნიტაზი და მოკვდე!“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.