შეღავათი ათიათასობით მოქალაქეს ეხება - რა მომსახურებაზე ანახევრებს ფასებს იუსტიციის სახლი
1773693742
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International ანგარიშს აკრიტიკებს.
მისი თქმით, ორგანიზაცია ცდილობს, ტერორისტი სახელმწიფოს ამნისტირებას და პასუხისმგებლობის აგრესორის ნაცვლად, მსხვერპლზე დაკისრებას. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„სამწუხაროდ, დღეს ორგანიზაცია Amnesty International შეეცადა, ტერორისტი სახელმწიფოს ამნისტირებას და პასუხისმგებლობის აგრესორის ნაცვლად, მსხვერპლზე დაკისრებას. ყველა, ვინც ცდილობს რუსეთის ამნისტირებას და ქმნის ასეთ საინფორმაციო კონტექსტს, რომ ტერორისტების ზოგიერთი დარტყმები თითქოსდა გამართლებულია, ან თითქოსდა გასაგებია, არ შეიძლება, არ ხვდებოდეს, რომ ტერორისტებს ეხმარება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, არ შეიძლება, ჰიპოთეტურადაც კი, არსებობდეს პირობა, რომ რუსეთის რომელიმე თავდასხმა უკრაინაზე გამართლებული იყოს.
ცნობისთვის, გუშინ გამოქვეყნდა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინელი სამხედროები ტექნიკას სამოქალაქო ობიექტებში განალაგებდნენ, მათ შორის სკოლებსა და საავადმყოფოებში და ამით საფრთხეს უქმნიდნენ მოქალაქეებს.