ვინ არის 21 წლის ლამაზმანი, რომლის გარეგნობამ ინტერნეტი ააფეთქა - ექსკლუზიური ინტერვიუ
1775504770
სოციალურ ქსელში ახალი კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ აფარებენ თავს ადამიანები მარიუპოლის თეატრს, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს. კადრებს CNN ავრცელებს.
ვიდეოში ნაჩვენებია ნამსხვრევები იატაკზე და ნახვრეტები კედლებზე, როდესაც ხალხი შენობის დასატოვებლად კიბეზე ჩამოდის.
მარიუპოლის საკრებულოში აცხადებენ, რომ მარიუპოლში დრამატული თეატრის დაბომბვის შედეგად 300-მდე ადამიანია გარდაცვლილი.
შეგახსენებთ, რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის დრამატული თეატრის 16 მარტს დაბომბეს. თეატრში 400-მდე მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს.