„ბავშვმა მამის მაისური ჩაიხუტა, ხელს ვერ აშვებინებენ..." - ბექა ჩხაიძის ვიდეომიმართვა
1761721860
„კიევის თავდაცვის დროს შესაძლებელი გახდა კიევის ოლქში 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტის გათავისუფლება, რომელიც დროებით იყო ოკუპირებული მტრის მიერ“, - ამის შესახებ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ფართომასშტაბური ინტერვენციის დაწყებიდან კიევის თავდაცვას სახმელეთო ძალების მეთაური ალექსანდრ სირსკი ხელმძღვანელობს.
ზელენსკის განცხადებით, სირსკის პროფესიული და მამაცი ქმედებების შედეგად მტერმა მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა და განიდევნა დედაქალაქიდან.