ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე იკითხება
1775503911
„ლელო" "ოცნებისგან" ითხოვს, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისთვის მიიწვიოს, ამის შესახებ განცხადება "ლელოს" წევრმა სალომე სამადაშვილმა გააკეთა.
„მინდა, განვმარტო საზოგადოებისთვის, რატომ მიგვაჩნია ეს მნიშვნელოვნად. უკრაინა დღეს თავისუფალ სამყაროსთან ერთად ებრძვის 21- ე საუკუნის ბოროტებას ვლადიმერ პუტინის რეჟიმის სახით. უკრაინა ამ ბრძოლაში აუცილებლად გაიმარჯვებს და მასთან ერთად გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ უკრაინასთან ერთად უნდა გავიკვალოთ გზა ევროპისკენ, უსაფრთხოებისკენ და დაცულობისკენ. მაშინ, როცა ხელისუფლების არაერთმა განცხადებამ დააზიანა ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობები უკრაინასთან, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებშია საქართველოს პარლამენტმა მოიწვიოს დღეს ზელენსკი სიტყვით გამოსვლისთვის პლენარულ სხდომაზე.
ჩვენ ოფიციალურად გავაფორმეთ უკვე ჩვენი ეს წინადადება, მივმართეთ შესაბამისი წერილით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ პაპუაშვილს, რადგან რეგლამენტი სწორედ მას ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას მოიწვიოს უცხო ქვეყნის მეთაური სიტყვით გამოსასვლელად. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას" გადავდოთ გვერდზე პოლიტიკური დაპირისპირება და ვიხელმძღვანელოთ სახელმწიფოს და ხალხის საუკეთესო ინტერესებით, ზელენსკის მოწვევა სწორედ ამ ამოცანას ემსახურება. კიდევ ერთხელ მივმართავთ უმრავლესობას და პარლამენტის თავმჯდომარეს, ვაჩვენოთ სოლიდარობა ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს მომენტში პრეზიდენტ ზელენსკის მოწვევით საქართველოს პარლამენტში,"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე იკითხება
1775503911
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1775502497
რომელი ლოცვა აღარ იკითხება დღეიდან
1775419264