საბურთალოზე მოძრაობის წესი შეიცვალა - თბილისის მერია დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს
1788684420
წალენჯიხაში, სოხუმის ქუჩაზე, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა უკრაინაში, 10 ოქტომბერს დაღუპული მებრძოლის ედიშერ კვარაცხელიას სამოქალაქო პანაშვიდი.
დაკრძალვამდე, სიმბოლურად, დაწვეს რუსეთის დროშაც, რომელიც ცხედრის ჩამოსვენებიდან სახლის ზღურბლთან ეფინა.
44 წლის მებრძოლი ხერსონის ოლქში აფეთქებას 10 ოქტომბერს ემსხვერპლა. კვარაცხელია სამშობლოში 15 ოქტომბერს ჩამოასვენეს.
ქართველი მებრძოლი საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.