„თუ გაქვთ სახლში რკინის ტაფები, ყველა გადაყარეთ” – ექიმ მარინე ძაგნიძის ვიდეომიმართვა
1778706597
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ედიშერ კვარაცხელიას ცხედარი კიევში, წმინდა ვოლოდიმერის ტაძარში დაასვენეს.
პატივის მიგების შემდეგ მის ცხედარს სამშობლოში გადმოასვენებენ.
44 წლის წალენჯიხის მკვიდრი ედიშერ კვარაცხელია უკრაინაში 2014 წლიდან მსახურობდა, მათ შორის ბოლო 2 წელი „ქართული ლეგიონის“ რიგებში ირიცხებოდა.
იგი 2008 წლის აგვისტოს ომშიც მონაწილეობდა.
უკრაინაში მიმდინარე ომს 20 ქართველი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა, მათგან რამდენიმე სამეგრელოს მკვიდრია.

