უკრაინამ რიაზანში ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა დრონებით დაბომბა

დრონები

უკრაინამ გვიან ღამით რუსეთის ქალაქ რიაზანში მდებარე ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა დაბომბა. ინფორმაციას რუსული ტელეგრამ-არხები ავრცელებენ.

რიაზანში მცხოვრები ადამიანების ინფორმაციით, ქალაქის რამდენიმე რაიონში აფეთქებების ხმა ისმოდა. ძლიერი აფეთქება იყო დიაგილევოს აეროდრომზეც.

რიაზანის გარდა უპილოტო საფრენმა აპარატებმა იერიში განახორციელეს ლიპეცკის, პენზისა და ვორონეჟის ოლქებზეც.

„ჰაერსაწინააღმდეგო და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით რიაზანის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოგდებულია უპილოტო საფრენი აპარატები. მსხვერპლი და საცხოვრებელი სახლების დაზიანებები არ ფიქსირდება. ნამსხვრევები საწარმოს ტერიტორიაზე დაეცა, მიმდინარეობს შედეგების ლიკვიდაცია“,- დაწერა რიაზანის ოლქის გუბერნატორმა, პაველ მალკოვმა „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე.