თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს
1788637905
კიევმა არაფერი იცის რომის პაპ ფრანცისკეს „სამშვიდობო ინიციატივაზე“, რომელზედაც მან ჟურნალისტებთან კვირას, ბუდაპეშტში ვიზიტის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
„პრეზიდენტი ზელენსკი რაიმე მსგავს დისკუსიას უკრაინის სახელით არ დასთანხმებია. თუკი მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ისინი ჩვენი ინფორმირებულობის და ლოცვა-კურთხევის გარეშე მიმდინარეობს“, - განუცხადა CNN-ს პრეზიდენტის ოფისთან დაახლოებულმა უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა.
რომის პაპმა ფრანცისკემ კვირას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვატიკანი ჩართულია უკრაინაში ომის დასრულების მიზნით შექმნილ მისიაში.