ქეთი ეგიდუნაშვილმა დუმილი დაარღვია - სკანდალური ინტერვიუ
1748116643
24 მაისის ღამეს, რუსულმა ძალებმა კიევის წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტები და დრონები გამოიყენეს. უკრაინის თავდაცვის ცენტრი 15 ბალისტიკური რაკეტისა და 245 უპილოტო დრონის განეიტრალების შესახებ იტყობინება. უკრაინის დედაქალაქში, სადაც 24 და 25 მაისს კიევის დღე აღინიშნება, საჰაერო შეტევას ხანძარი და ინფრასტრუქტურის განადგურება მოყვა. დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი, დაშავდა 15 ადამიანი, ობოლონის რაიონში კი რაკეტის ნამსხვრევები სავაჭრო ცენტრს მოხვდა.
რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით ოდესის ოლქსაც შეუტია. შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა. მომხდარს სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ცეცხლის შეწყვეტისთვის, რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება აუცილებელია.
საომარი მოქმედებების პარალელურად, თურქეთში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის პროცესი გრძელდება. დღეს მხარეებმა ომის 307 ტყვე გაცვალეს. ამ ორი დღის განმავლობაში, სახლში 697 ადამიანი დაბრუნდა. სერგეი ლავროვის განცხადებით, როგორც კი ტყვეების გაცვლის პროცესი დასრულდება, რუსეთი მზად იქნება, უკრაინას გადასცეს დოკუმენტის პროექტი, სადაც გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმების პირობები იქნება გაწერილი.
აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი ტყვეების გაცვლას სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების პოზიტიურ შედეგს უწოდებს და ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზეც საუბრობს.
ტყვეების გაცვლის შესახებ შეთანხმებას რუსეთმა და უკრაინამ რამდენიმე დღის წინ, სტამბოლში გამართული მოლაპარაკებებზე მიაღწიეს. 1000-1000 ტყვე - მოლაპარაკების შედეგად, სამხედრო ტყვეების სწორედ ეს რაოდენობა უნდა გათავისუფლდეს.