გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1790794934
უკრაინის ვიცეპრემიერის ირინა ვერეშჩუკის თქმით, თურქეთის შუამავლობით მარიუპოლიდან, აზოვსტალის ქარხნიდან უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია იგეგმება.
მისი თქმით, მოლაპარაკებების ბოლო რაუნდში შუამავლობას თურქეთი დათანხმდა.
„დავიწყეთ სპეცოპერაციის საგზაო რუკაზე მოლაპარაკებების ახალი რაუნდი. ვიწყებთ მძიმედ დაჭრილებით. წითელი ჯვარი დღეს რუსებს ხვდება. მათთან და გაერო-სთან ერთად მოლაპარაკება ვაწარმოეთ და მანდატი გადავეცით“. – თქვა ვერეშჩუკმა.
ვიცეპრემიერის ინფორმაციით, სპეცოპერაციას რამდენიმე ეტაპი ექნება.