მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
აზოვსტალის ქარხანაში უკრაინელი მოკრივე, კიევის ჩემპიონი, არტიომ მოშა დაიღუპა.
ინფორმაციას მებრძოლის დედა ირინა ეგორჩენკო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„აზოვსტალში დაიღუპა ჩემი შვილი. არტიომ სერგეის ძე მოშა. ის მარადისობის ნაწილი გახდა და სასუფეველში იმყოფება. ის ღირსეულად, უკრაინის დაცვისას დაიღუპა. მადლობა ყველას ვინც გვერდში ედექით, ლოცულობდით, მარხულობდით, იბრძოდით. შენ ძალიან კარგი შვილი იყავი. შევხვდებით ზეცაში“, – წერს ეგორჩენკო.