„21 წლის იყო…” - რას ჰყვებიან გოგონაზე, რომელიც სამგორის მეტროში მოულოდნელად გარდაიცვალა
1778878507
ხერსონის რაიონში, დამპყრობლები ამბობენ, რომ უკრაინელებს მშობლის უფლებებს ჩამოართმევენ, რადგან ისინი უარს აცხადებენ შვილების რუსულ სკოლებში გაგზავნაზე. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
„დამპყრობლები ახლა აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას, მაგრამ მე ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ ის ყალბია, რომ მშობლებს, რომლებიც უარს იტყვიან შვილების რუსულ სკოლებში გაგზავნაზე, ჩამოართმევენ მშობლის უფლებებს ბავშვის განათლების უფლების დარღვევის გამო“, - ამბობს ხერსონის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
„ამ ბავშვებს იძულებით გაგზავნიან საცხოვრებლად და განათლების მისაღებად ყირიმში. ეს ზოგადად საშინელებაა", - დასძინა სობოლევსკიმ.