„სეტყვა იცვლება და შეიძლება უფრო საშიში და მეტი ზიანის მომტანი გახდეს“ - რა აჩვენა ორმა კვლევამ
1781020574
თუ მართლა გაღელვებთ უკრაინა, თუ გსურთ, რომ უკრაინამ თავისი ტერიტორიების დეოკუპაცია მოახდინოს, გამოგვიგზავნეთ მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, რაც შეიძლება მალე ,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს.
კულებას თქმით, ქვეყნის აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად მძიმეა, ოფიციალურ კიევს კი რუსებთან საბრძოლველად მეტი იარაღი სჭირდება.
"უკრაინის ყველაზე მეტად სჭირდება მრავალჯერადი გამშვები სარაკეტო სისტემები, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის უპირატესობას მძიმე შეიარაღებაში. ჩვენ გვჭირდება მძიმე იარაღი. არტილერიის გარეშე, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების გარეშე, ჩვენ ვერ შევძლებთ მათ უკან დახევას. თუ მართლა გაღელვებთ უკრაინა, თუ გსურთ, რომ უკრაინამ თავისი ტერიტორიების დეოკუპაცია მოახდინოს, გამოგვიგზავნეთ მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, რაც შეიძლება მალე", - აცხადებს კულება.