აშშ-ში წყვილმა ბავშვი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჩასახა
1771255849
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საქართველოს, უკრაინის, ბელარუსისა და მოლდოვას დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი დაცული უნდა იყოს.
„ჩვენ გვჭირდება პროცესები, რომლებიც დაფუძნებულია გამჭვირვალობაზე, დეესკალაციაზე. ჩვენ უნდა ავაშენოთ უსაფრთხოება იმ სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პატივისცემით, რომლებიც არ არიან ევროკავშირის ან ნატოს წევრები, მაგრამ მდებარეობენ რეგიონში. ბელარუსი, უკრაინა, საქართველო და მოლდოვა - ქვეყნები, რომელთა სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას პატივი უნდა ვცეთ, რადგან ესეც ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების ნაწილია,“- აღნიშნა მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ.