საქართველოს საპატრიარქო მრევლს აფრთხილებს
1745677403
უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ ქალაქზე სრული კონტროლის დასამყარებლად და უკრაინელი დამცველების წინააღმდეგობის ჩასახშობად მოწინააღმდეგე სტრატეგიულ ავიაციას იყენებს.
გენშტაბის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასული დღის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა დონბასში 18 შეტევა მოიგერიეს.
რუსული ძალები, გასული დღის განმავლობაში, მარიუპოლზე საარტილერიო და საჰაერო თავდასხმებს განაგრძობდნენ, ორიენტირებული იყვნენ ჩვენი ჯარების დანაყოფების ბლოკირებაზე „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე.
გასული დღის განმავლობაში შვიდი საჰაერო სამიზნე გაანადგურეს: ხუთი „ორლან-10“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი, ერთი „კა-52“ ტიპის ვერტმფრენი და ერთი ფრთოსანი რაკეტა. მხოლოდ დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით უკრაინის დამცველებმა მოიგერიეს მტრის 18 შეტევა, გაანადგურეს 13 ტანკი, 8 საარტილერიო სისტემა, 27 ერთეული ჯავშანტექნიკა, 2 ერთეული სპეციალური საინჟინრო აღჭურვილობა და მტრის 5 მანქანა,“-აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს საპატრიარქო მრევლს აფრთხილებს
1745677403
გოგა მანიას წინასწარმეტყველება, რომელიც ახდა
1745260232