Messenger-ს ახალი ფუნქცია დაემატა
1766174405
რუსულმა არმიამ 19 დეკემბერს ოდესის ოლქში პორტის ინფრასტრუქტურას ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა. შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა. ინფორმაციას ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ოლეგ კიპერი ავრცელებს.
„დღეს საღამოს მტერმა ბალისტიკური რაკეტებით ისევ მასირებულად შეუტია პორტის ინფრასტრუქტურას ოდესის რაიონში. შედეგად ავტომობილების სადგომზე სატვირთო მანქანებს ცეცხლი გაუჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, სამწუხაროდ, 7 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 15 ადამიანი დაშავდა და ჰოსპიტალიზებულია“, - განაცხადა კიპერმა.
მისივე თქმით, ოპერატიული და ექსპერტული სამსახურების მუშაობას მუდმივი საჰაერო განგაში ართულებს.