1765919119
„პიკი 20 დეკემბერს, 05:43 საათზე იქნება“ - ახალმთვარეობასთან დაკავშირებით, ასტროლოგი მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
ახალმთვარეობის პიკი 20 დეკემბერს, 05:43 საათზე მშვილდოსნის ზოდიაქოს 29-ე გრადუსზე იქნება. ასტროლოგი ქეთი ოდიშელი მნიშვნელოვან რეკომენდაციას გვთავაზობს.
„როგორც წესი, ახალმთვარეობა სიახლეს, ახალ საწყისს უკავშირდება. ეს ახალმთვარეობა არის საშუალება: გადახედოთ ცხოვრებას ფილოსოფიურ ჭრილში; შეცვალოთ თქვენი ნაბიჯების მიმართულება; მოახდინოთ კორექტირება ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, დაწყებული პირადი ურთიერთობებით, დამთავრებული გლობალური, სოციალური საკითხებით.
ახალმთვარეობის მმართველი, რეტროგრადული იუპიტერია თავის ერთ-ერთ სასურველ პოზიციაში ხელს უწყობს ამ ყველაფრის განხორციელებას.
განსაკუთრებით საოჯახო სიტუაციებში (ასევე, თუ კირჩხიბში გყავთ რომელიმე პლანეტა - მისი მმართველობის შესაბამის სფეროში გექნებათ საკვანძო თემების აქტუალიზაცია).
მიუხედავად სასიკეთო ტენდენციებისა, ტრანსფორმაციული პროცესები გრძელდება, მოვლენები საოცარი სისწრაფითა და საინტერესო ამბებით არის გაჯერებული, წლის ბოლოს გამოიყენეთ ვარსკვლავების სასიკეთო განწყობა და შექმენით თქვენთვის სასურველი რეალობა.
წარსულიდან დაბრუნებულ ადამიანებსა და სიტუაციებს გონივრულად შეხედეთ, სასიკეთო დასკვნები გამოიტანეთ „ცხოვრებისეული გამოცდილებებიდან“ და შემდეგ უკვე მიიღეთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ როგორ იმოქმედებთ...
ამ ახალმთვარეობის მთავარი სიბრძნე - ზომიერების მდგომარეობის დამყარებაა.
თუ რთული პერიოდი გაქვთ, გახსოვდეთ, გზა გამოჩნდება მაშინ, როდესაც შინაგანი სიმშვიდე დაისადგურებს.
ყველაფერს ახლა ვერ დაინახავთ, ყველა მარცვალი შედეგს ახლავე ვერ გამოიღებს, მოეშვით, ენდეთ პროცესს და მიხვდებით, რომ ცხოვრებაში ყველაფერი დროულად ხდება...“ - წერს ქეთი ოდიშელი.












