წვიმა, თოვლი, -7 გრადუსამდე ყინვა - 14 დეკემბრის მოსალოდნელი ამინდი საქართველოს რეგიონებში
1765655329
ორი წლის ბავშვი დაიღუპა და ოთხი ადამიანი დაიჭრა მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარებმა, კიევის ჩრდილოეთით, უკრაინული სოფელი ნოვი-პეტრივცი დაბომბეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Guardian-ი, რეგიონული პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ,,ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ განცხადებაში, პოლიციამ აღნიშნა, რომ რუსულმა ძალებმა, ვიშოროდის რაიონში, მძიმე არტილერია საცხოვრებელ სახლებს ესროლეს.
ამასთან, Guardian-ი წერს, რომ დღევანდელი თავდასხმის შედეგად, საცხოვრებელი კორპუსი დაინგრა და მეზობელი საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა.