1745669285
რუსულ ჯარს საკვებისა და საწვავის დეფიციტი აქვს - ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დაზვერვის მონაცემების შეფასებით,უკრაინელი სამხედროების მიერ განხორციელებული კონტრშეტევები რუსეთს აიძულებს, ჯარისკაცების დიდი რაოდენობა მიწოდების ხაზების დასაცავად მიმართოს.
„ლოგისტიკური პრობლემები კვლავ არსებობს. ჯარისკაცებმა ვერ შეძლეს თავიანთი საჯარისო ნაწილების ეფექტურად მომარაგება საკვებითა და საწვავით.
უკრაინის მხრიდან უწყვეტი კონტრშეტევები აიძულებს რუსეთს, ჯარისკაცების დიდი რაოდენობა მიწოდების ხაზების დასაცავად მიმართოს. ეს მკვეთრად ზღუდავს რუსეთის თავდასხმის პოტენციალს,“- აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.