ვრცელდება პატრიარქ შიო მესამის მიმართვა
1778842213
Українська правда-ს წყაროს ინფორმაციით, მარიუპოლში რუსი ოკუპანტები „აზოვსტალის“ ქარხანაში შეიჭრნენ.
მეორე დღეა, რაც აზოვსტალის ქარხანაზე, სადაც აზოვის პოლკისა და ეროვნული გვარდიის სამხედროები არიან გამაგრებული, რუსეთის შეიარაღებული ძალების შტურმი მიმდინარეობდა.
აქამდე ისინი უკრაინელი სამხედროების დაცვის გარღვევას ვერ ახერხებდნენ. ქარხანაში შეჭრამდე ოკუპანტები ტერიტორიას ბომბავდნენ.
უკრაინული მედია წერს, რომ „აზოვსტალში“ მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს. უკრაინელ სამხედროებთან კავშირი ამ ეტაპზე არ აქვთ.