მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
რუსეთში, ქალაქ კრასნოიაკში ჟურნალისტი, მარია ანტუიშევა დააკავეს. რადიო თავისუფლების რუსული ბიუროს ცნობით, ჟურნალისტი მის დაკავებას იმ ფაქტს უკავშირებს, რომ წინა დღით ის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესკონფერენციაზე მხარდაჭერის გამოსახატავად უკრაინის დროშის ფერებში მივიდა.
მოგვიანებით მან ეს ფოტო Facebook-ზე გაავრცელა — მას ბრალად "რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაცია" ედება.
სასამართლომ ჟურნალისტი წაყენებულ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 30 000 რუბლით დააჯარიმა. გამოცემის ცნობით, ანტუიშევა გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს