1693764619
რუსეთმა ქალაქი კრამატორსკი დაბომბა. დაიღუპა ერთი ბავშვი

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი კრამატორსკი დაბომბა. ინფორმაციას ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ოლექსანდრ გონჩარენკო ავრცელებს.
მისი განცხადებით, რუსეთმა ქალაქზე მართვადი ავიაბომბი ჩამოაგდო, რომელიც მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს დაეცა. ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 10 წლის ბავშვი დაიღუპა. კიდევ ხუთ ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.