რუსეთმა და უკრაინამ მძიმედ დაჭრილი და დაავადებული სამხედრო ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ მძიმედ დაჭრილი და დაავადებული სამხედრო ტყვეები გაცვალეს

რუსულმა და უკრაინულმა მხარეებმა მძიმედ დაჭრილი და დაავადებული სამხედრო ტყვეები ერთმანეთში გაცვალეს. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ტყვეობიდან დაბრუნებულ ყველა უკრაინელს სამედიცინო დახმარება სჭირდება. მან აღნიშნული „მნიშვნელოვან ჰუმანიტარული აქტად“ შეაფასა.

„უკრაინაში, სახლში დაბრუნდნენ მეომრები, რომლებიც უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების სხვადასხვა დანაყოფების წევრები იყვნენ: შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის, ტრანსპორტის სპეციალური სახელმწიფო სამსახურის“, - დაწერა ზელენსკიმ.