ცნობილია, გორში ავარიისას დაღუპული დედა-შვილის ვინაობა
1784008972
უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მსოფლიომ მაქსიმალური ყურადღება შეინარჩუნოს უკრაინის მიმართ და უზრუნველყოს ქვეყნის საინფორმაციო და პოლიტიკური მხარდაჭერა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მისი თქმით, ახლა პრიორიტეტი რუსულ ნავთობზე ემბარგოა.
„როგორც არ უნდა ეცადოს მოსკოვი ამ გადაწყვეტილების ჩაშლას, რუსეთის ენერგორესურსებზე ევროპის დამოკიდებულების დრო დასასრულს უახლოვდება. კიდევ ერთი ამოცანა, რომელიც სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, არის ის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა შევინარჩუნოთ მსოფლიოს მაქსიმალური ყურადღება ჩვენკენ, უკრაინის მიმართ. ინფორმაცია ჩვენი საჭიროებების შესახებ უნდა იყოს ყველა ქვეყნის ახალ ამბებში. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია მუდმივად და ყოველდღე“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.