„სეტყვა იცვლება და შეიძლება უფრო საშიში და მეტი ზიანის მომტანი გახდეს“ - რა აჩვენა ორმა კვლევამ
1781020574
უკრაინის პროკურატურამ ოკუპანტების მიერ მარიუპოლში, „აზოვსტალის“ დამცველების წინააღმდეგ აკრძალული ცეცხლგამჩენი ჭურვების გამოყენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის გამოძიება ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.
გენერალური პროკურატურის განცხადებაში წერია, რომ ასეთი ჭურვების წვის ტემპერატურა დაახლოებით 3000 გრადუსია და ისინი, მასირებული ცეცხლის წარმოქმნით, მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის გასანადგურებლად გამოიყენება.