15 წლის შემდეგ ეყოლა ოჯახს შვილი და დააქციეს... - ავარიის დროს დაღუპულ 3 წლის ბავშვს გლოვობენ
1753560095
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება, რომ რუსეთმა ფარული მობილიზაციის მორიგი ტალღისთვის მზადება დაიწყო.
გენშტაბის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მობილიზაცია უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზეც იგეგმება.
„რუსი ოკუპანტები ახორციელებენ მოსამზადებელ ზომებს ფარული მობილიზაციის მორიგი ტალღისთვის.
არსებული ინფორმაციით, ე.წ. მობილიზაცია იგეგმება რუსეთის და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ფარული მობილიზაციის მორიგი ტალღის დაწყება მიმდინარე წლის 10 დეკემბრიდან არის მოსალოდნელი“, - აღნიშნულია უკრაინული მხარის განცხადებაში.