შეღავათი ათიათასობით მოქალაქეს ეხება - რა მომსახურებაზე ანახევრებს ფასებს იუსტიციის სახლი
1773693742
რომის პაპი ფრანცისკე უკრაინაში საომარ კონფლიქტთან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლების განცხადებას პასუხობს. რომის პაპი რუსეთის ნარატივს უარყოფს, რომ ეს „სამხედრო ოპერაციაა“. ამის შესახებ BBC წერს.
პონტიფიკოსის თქმით, უკრაინის კონფლიქტი „არა სამხედრო სპეცოპერაცია“, არამედ ომია.
რომის პაპმა უკრაინას წამებული ქვეყანა უწოდა, საიდანაც „სისხლისა და ცრემლის მდინარეები მოედინება“.
ამასთან, რომის პაპმა რუსეთის ხელისუფლებას მიმართა და მოუწოდა, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები შეწყვიტონ. მან ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის გასაყვანად ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა მოითხოვა.