LIVE: დაიწყო ისტორიული შეხვედრა, რომელიც მთელი მსოფლიოს ინტერესშია
1755284991
უკრაინის ქალაქ ბუჩაში, სამხედრო დანაშაულების ჩადენაში დადანაშაულებულ ბრიგადას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საპატიო წოდება მიანიჭა.
ორშაბათს ხელმოწერილ წერილში, პუტინმა 64-ე ცალკეულ გვარდიულ მოტომსროლელ ბრიგადას „დიდი გმირობისა და გამბედაობისთვის“ გვარდიის წოდება რუსეთის სუვერენიტეტის დაცვისთვის მიანიჭა.
„უკრაინაში სპეცოპერაციის დროს გონიერი და გაბედული ქმედებებით, ქვედანაყოფის პერსონალი მისაბაძი მაგალითი გახდა სამხედრო მოვალეობის, ვაჟკაცობის, თავდადებისა და პროფესიონალიზმის შესრულებისთვის“, - ამის შესახებ პუტინმა წერილში განაცხადა.