მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი და ქარის გაძლიერება - სად ელოდებიან ამინდის მკვეთრ გაუარესებას
1783976044
აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ომი უკრაინაში გარდაუვალი და ეს მხოლოდ „დროის საკითხი“ იყო. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
„დონბასის დაცვასთან დაკავშირებით „სპეციალური ოპერაცია“ კეთილშობილურია, ამიტომ მიზანი მიღწეული იქნება. უკრაინაში მომრავლებულ ანტირუსულ ძალებთან შეტაკება გარდაუვალი იქნებოდა, ეს მხოლოდ დროის საკითხი იყო. რუსული შეიარაღბული ძალები უკრაინაში სპეცოპერაციის ფარგლებში მამაცად, სწორად, ეფექტურად და შედეგიანად მოქმედებენ“, - განაცხადა პუტინმა ბელარუსის ლიდერთან შეხვედრის დროს.
პუტინმა ასევე პირობა დადო, რომ რუსეთი მსოფლიოსგან თავს თითქოსდა იზოლირებულად არ იგრძნობს, რადგან ეს შეუძლებელია.