პესკოვი აცხადებს, რომ უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსეთის შეტევის ერთ-ერთი მიზანი ბუფერული ზონის შექმნაა

დიმიტრი პესკოვი

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსეთის შეტევის ერთ-ერთი მიზანი ბუფერული ზონის შექმნაა. ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელს ჰკითხეს, აწარმოებს თუ არა რუსეთი დნეპროპეტროვსკის ოლქში შეტევას ვლადიმერ პუტინის მიერ დაპირებული ბუფერული ზონის შესაქმნელად.

„მათ შორის, რა თქმა უნდა“, – უპასუხა პესკოვმა და ჟურნალისტი მეტი დეტალისთვის თავდაცვის სამინისტროში გადაამისამართა.