სალომე გოგიაშვილისა და ლიკა შენგელიას კონფლიქტის შემდეგ, შენგელიას ექს მეუღლე მიმართვას ავრცელებს
1759829249
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 234 ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად, 433-ზე მეტი ბავშვია დაშავებული.
ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა დონეცკის ოლქში, რომელთა რაოდენობა 146-ს შეადგენს. კიევის ოლქში -116, ხარკოვის ოლქში -103, ჩერნიგოვის ოლქში - 68, ხერსონის ოლქში - 49, ლუგანსკის ოლქში -50, მიკოლაევის ოლქში -45, ზაპოროჟიეს ოლქში -28, სუმის ოლქში -17, დედაქალაქ კიევში -16 და ჟიტომირში -15.
ასევე, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაზიანდა 1 848 სასწავლო დაწესებულა, მათგან 173 სრულად არის განადგურებული.