17 თებერვლამდე უნდა მოასწროთ, ასეთი შანსი ხშირად არ მოდის... - ეზოტერიკოსის რჩევა
1771188104
მას შემდეგ, რაც რუსეთმა განაცხადა, რომ "მკვეთრად შეამცირებს" სამხედრო თავდასხმას კიევსა და ჩერნიგოვზე, ოკუპანტებმა ჩერნიგოვში საავადმყოფოს ონკოლოგიური განყოფილება გაანადგურეს. ამის შესახებ ქალაქის მერმა განაცხადა.
„ზოგიერთი ჭურვი პირდაპირ რეგიონალურ საავადმყოფოს მოხვდა და საავადმყოფოს ერთ-ერთი შენობა, ფაქტობრივად, ონკოლოგიური განყოფილება, მთლიანად განადგურდა. სამმა ადამიანმა მძიმე დაზიანებები მიიღო", - განუცხადა მერმა ვლადისლავ ატროშენკომ CNN-ს.
მან ასევე თქვა, რომ წყალი და ელექტროენერგია ქალაქში არის და საკვები და მედიკამენტებიც, შესაძლოა, ერთ კვირაში ამოიწუროს. ერთადერთი მარაგი ქალაქში სამხედროებისა და მოხალისეების საშუალებით შედის.
„ამჟამად ჩვენ გავდივართ სრულ ჰუმანიტარულ კატასტროფას“, - განაცხადა მან.