„გავბედნიერდი...“ - ქეთი ეგიდუნაშვილი გათხოვდა
1747511771
18 მაისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა კიევის რეგიონს დრონებით შეუტიეს. დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და არიან დაშავებულებიც.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, 06:10 საათის მონაცემებით, ჰოლოსიევსკის რაიონში ჩამოგდებული რუსული დრონის ნამსხვრევები დაფიქსირდა.
კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, ნიკოლა კალაშნიკმა, განაცხადა, რომ კიევის ოლქის ობუხივის რაიონში მტრის თავდასხმის შედეგად 28 წლის ქალი დაიღუპა. მისივე თქმით, დაშავდნენ 59 წლის მამაკაცი, 61 წლის ქალი და 4 წლის ბავშვი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.