მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
ოდესაში ოკუპანტებმა სავაჭრო ცენტრი და ორი სასტუმრო დაბომბეს - არის მსხვერპლი და დაშავებულები. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება.
როგორც ჟურნალისტებს უკრაინის ოპერატიული სარდლობა ,,სამხრეთში“ განუცხადეს, რუსეთის ჯარებმა ავიაციის გამოყენებით, ოდესაში შვიდი რაკეტა ისროლეს. თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი - დაშავდა.
,,მტერი აგრძელებს ფსიქოლოგიურ ზეწოლას და მსგავს ისტერიულ თავდასხმებს მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ“, - ნათქვამია სარდლობის განცხადებაში.