შეღავათი ათიათასობით მოქალაქეს ეხება - რა მომსახურებაზე ანახევრებს ფასებს იუსტიციის სახლი
1773693742
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველის ანტონ გერაშენკოს თქმით, რუსმა სამხედროებმა იპოვეს მოღალატე, რომელმაც „აზოვსტალის“ ქარხნის მიწისქვეშა შესასვლელები გაამხილა და ოკუპანტებს სქემა გადასცა.
გერაშენკოს თქმით, მტერმა სწორედ ამ შესასვლელების დაბომბვით დაიწყო აზოვსტალის შტურმი.
”რუსმა ნაძირლებმა ქარხნის თანამშრომლებიდან იპოვეს მოღალატე, რომელიღაც ელექტრიკოსი, რომელმაც აჩვენა მიწისქვეშა გვირაბები, რომლებიც ქარხანაში მიდიან. გუშინ კი რუსებმა დაიწყეს ამ გვირაბების შტურმი, მათ მიერ მიღებული ინფორმაციის გამოყენებით. მოღალატე“, - განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ.