თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს
1788637905
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხერსონის ოლქის ერთ-ერთ სოფელში, მთვრალმა რუსმა სამხედროებმა მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს.
როგორც „უნიანი” წერს, ადგილობრივები “რადიო თავისუფლებასთან” ჰყვებიან, რომ რუსმა სამხედროებმა სოფლის მაღაზია გაძარცვეს და ალკოჰოლი მოიპარეს. მათთან მისულ ადგილობრივ მოსახლეობას კი, შეკამათების დროს ესროლეს.
„დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის. სოფელში მოსახლეობა შეშინებულია, ახლა ძირითადად სარდაფებში იმალებიან”, – წერს მედიასაშუალება.